ჩვენი მისია

სამართლიანი არჩევანი.

ჩვენ გვჯერა, რომ სასურველი სერვისის მოძიება უნდა იყოს მარტივი, გამჭვირვალე და სამართლიანი. სწორედ ამიტომ შევქმენით პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებსა და სერვისის მიმწოდებლებს ერთმანეთთან თანაბარი შესაძლებლობების, რეალური რეპუტაციისა და ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე აკავშირებს. აქ არჩევანს განსაზღვრავს ხარისხი და ნამდვილი გამოცდილება და არა ფასიანი უპირატესობები ან განსაკუთრებული პრივილეგიები.

ჩვენი პლატფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია სამართლიანობა. შესაბამისად, პლატფორმას არასოდეს ექნება ისეთი ფასიანი ფუნქციები ან სტატუსები, რომლებიც რომელიმე ვენდორს კონკურენტულ უპირატესობას მიანიჭებს. არ იარსებებს VIP სტატუსები, ფასიანი პრიორიტეტული განთავსება ან სხვა მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ვენდორები სხვებზე წინ გამოჩნდებიან. ყველა მონაწილე ისარგებლებს თანაბარი შესაძლებლობებით, ხოლო მათი ხილვადობა და წარმატება დაფუძნებული იქნება მომსახურების ხარისხზე, მომხმარებელთა შეფასებებსა და რეალურ რეპუტაციაზე.

მისია

ჩვენი მისიაა ბაზარზე ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის ჩამოყალიბება, მომხმარებლისთვის კი ისეთი გამჭვირვალე გარემოს შექმნა, სადაც ის შეძლებს საკუთარი საჭიროებების, ბიუჯეტის და ინდივიდუალური კრიტერიუმების გათვალისწინებით მისთვის ყველაზე შესაფერისი სერვისის მარტივად მოძიებასა და არჩევას. ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც გადაწყვეტილებას რეკლამა და ხელოვნურად შექმნილი უპირატესობები კი არა, ხარისხი, რეალური შეფასებები და მომხმარებლის ინტერესები განსაზღვრავს.

ხედვა

ჩვენი ხედვაა შევქმნათ სანდო და კონკურენტუნარიანი ეკოსისტემა, სადაც ყველა ვენდორს ექნება თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი მომსახურების წარმოსაჩენად, ხოლო მომხმარებელი მიიღებს ობიექტურ, სამართლიან და ინფორმირებულ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. გვჯერა, რომ ტექნოლოგიების დახმარებით შესაძლებელია ისეთი ბაზრის ფორმირება, სადაც წარმატებას განსაზღვრავს პროფესიონალიზმი, ხარისხი და მომხმარებლის ნდობა, და არა ფინანსური უპირატესობა.

პირობა